სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტო“ სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, ახორციელებს – „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში 10 მუნიციპალიტეტში (დმანისი, გორი, ქობულეთი, ქუთაისი, მესტია, ონი, ოზურგეთი, სიღნაღი, თიანეთი, ბოლნისი) ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა. ხოლო, ზუგდიდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, რომლის შედეგებს იხილავთ თებერვლის მეორე ნახევარში.
კვლევები ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში : 14-17 წწ, 18-25 წწ და 26-29 წწ;
აგრეთვე, ა(ა)იპ „კავშირი მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან” თანამშრომლობით პროგრამაში მონაწილეობას იღებს შემდეგი მუნიციპალიტეტები: ჩხოროწყუ, ფოთი, ახმეტა და ბორჯომი, სადაც აგრეთვე ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა.