ახალგაზრდობის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით. სააგენტოს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარება, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში დემოკრატიული და აქტიური მონაწილეობისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის შექმნა და მისი მდგრადი განვითარება;
ახალგაზრდებში ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპეტენციების, ახალგაზრდული სფეროს, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციების, ახალგაზრდული საქმიანობისა და მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარება.