2020 წლის სექტემბრიდან ორგანიზაცია ‘გადავარჩინოთ ბავშვები’ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – კონრად ადენაურების ფონდი (KAS), სსიპ ‘ახალგაზრდობის სააგენტო’ და ააიპ ‘საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია’ ახორციელებს პროექტს ‘უნარები წარმატებისთვის’ (Skills for Success).

აღნიშნული სამწლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის – ‘უნარები დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) ფარგლებში და ხორციელდება 5 რეგიონში და 10 მუნიციპალიტეტში.

შერჩეული რეგიონები და მუნიციპალიტეტები:

  • გურია → ლანჩხუთი, ოზურგეთი & ჩოხატაური;
  • კახეთი → ახმეტა, თელავი & ლაგოდეხი;
  • რაჭა → ლეჩხუმი & ქვ.სვანეთიà ამბროლაური & ონი;
  • შიდა ქართლი → გორი & კასპი;
  • თბილისი.

პროექტი მიზნად ისახავს სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტში, ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების სამეწარმეო, ტრანსვერსული და შრომის ბაზარზე ორიენტირებული კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას, მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გაზრდას; მობილურ ახალგაზრდულ მუშაკთა მომზადებასა და დასაქმებას; ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობას; ახალგაზრებისთვის არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას; მუნიციპალური ახალგაზრდული სერვისების დანარგვა-განვითარებას; ახალგაზდების სამეწარმეო განათლებისა და დასაქმების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას.

პროექტის ფარგლებში:

  • მომზადდება მეწარმეობისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების ტრენინგ-მოდული;
  • შეიქმნება მობილური ახალგაზრდული მუშაკების პროფესიული მომზადების პროგრამა;
  • სამიზნე 10 მუნიციპალიტეტიდან მომზადდება 30 ახალგაზრდული მუშაკი;
  • დასაქმდება 30-დან 20 ახალგაზრდული მუშაკი, რომლებიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში იმუშავებენ მობილურ ახალგაზრდულ მუშაკებად 2 წლის განმავლობაში და ხელს შეუწყობენ მუნიციპალური ახალგაზრდული სერვისების შექმნა-განვითარებას;
  • ჩატარდება ტრენინგის ციკლი 200 ახალგაზრდისთვის (განსაკუთრებული აქცენტი საგანმანათლებლო აქტივობების დროს გაკეთდება კარიერული დაგეგმვის მიმართულებით);
  • 500 ახალგაზრდას ჩაუტარდება სამეწარმეო უნარების განვითარების ტრენინგი;
  • სამიზნე რეგიონებში შეიქმნება გრძელვადიანი 4 სამეწარმეო ლაბორატორია;
  • გაიცემა 60 მცირე გრანტი ბიზნეს იდეების პროტოტიპირებისთვის;
  • ახალგაზრდა მეწარმეების გასაძლიერებლად, შეირჩევა 12 ახალგაზრდა სამეწარმეო ელჩი;
  • საუკეთესო სამეწარმეო პრაქტიკების გაცნობის მიზნით, Ჩატარდება საერთაშორისო სასწავლო ვიზიტები ახალგაზრდებისთვის, ევროპის ქვეყნებში.
  • შესაბამისი მხარეების ჩართულობით, შეიქმნება ახალგაზრდების სამეწარმეო განთლებასა და დასაქმების ეროვნული სტრატეგია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მექანიზმი.

 

სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” იწყებს მობილური ახალგაზრდული მუშაკების შერჩევას.

იხილეთ ბმული