საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: მობილური ახალგაზრდული საქმიანობა
შეხვედრის მიზანი არის ევროკავშირის პროექტის – Skills4Jobs-ის (‘უნარები დასაქმებისთვის’) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ‘SKILLS4SUCCESS’-ისა (‘უნარები წარმატებისათვის’) და მობილური ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა 4 სამიზნე რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში:
- გურია (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოტახაური);
- კახეთი (ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი);
- რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთი (ამბროლაური, ონი);
- შიდა ქართლი (გორი, კასპი)
სამიზნე აუდიტორია:
- მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები (16+);
- მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები;
- სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები;
- ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომდგენლები.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა პროექტის- SKILLS4SUCCESS-ისა და მობილური ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; მეორე ნაწილის განმავლობაში კი მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, თემატურ ჯგუფებში, ფასილატოტრების დახმარებით, იმსჯელონ მობილური ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობასა და როლზე მათ მუნიციპალიტეტებში.




განაცხადების მიღება დასრულებულია
