მიზანი: ერთიანი, მდგრადი და კოორდინირებული საერთაშორისო სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება, ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნის ხელშეწყობის გზით.

აღწერა:  2021 წლების საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ქვეპროგრამა წარმოადგენს და განსაზღვრავს სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მათი განხორციელების მექანიზმებს.

ამოცანა მოიცავს, ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით, საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებასა და განახლებას, შესაბამისი დღის წესრიგის ფარგლებში. ახალგაზრდობის სააგენტო, როგორც ახალგაზრდული პოლიტიკის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, ვალდებულია რომ ქვეყნისა და უწყების უკვე არსებული  ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად წარადგინოს. ასევე ჩაერთოს აღნიშნული ვალდებულებების სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში და სამომავლო გეგმების დასახვაში.

სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეპროგრამა პასუხობდეს და ესატყვისებოდეს აღნიშნულ ვალდებულებებს. მათ შორის აღსანიშნავია: ასოცირების ხელშეკრულებას და თანმდევი დოკუმენტები; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულება და მისი დღის წესრიგი;

ამოცანის ფარგლებში ორიენტირება გაკეთდება, როგორც საქვეყნო, ისე საუწყებო პირდაპირი მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებაზე, შემდეგ ინსტიტუტებთან,  დაქვემდებარებულ უწყებებთან და პროგრამებთან: ევროკავშირი (ბრიუსელი), ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში EEAS, ევროპის კომისია (ბრიუსელი), DG Near, DG EAC; EU Neighborhood Policy, Enlargement policy, Funding; EU Neighborhood, EACEA; ევროპის საბჭო (სტრასბურგი), DGGI: Youth priorities, CDEJ, CCJ, CMJ; ევროპის ახალგაზრდული ცენტრები (ბუდაპეშტი),  ევროკავშირის ახალგაზრდული ფონდი (EYF); ევროპის ახალგაზრდული ფორუმი; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისები და პროგრამები, მათ შორის: UN RCO, UNFPA, UNICEF, UNDP, ILO, UNIDO, UNHCR, UNESCO და სხვა; OSCE ODIHR; და სხვა.

ამოცანის ფარგლებში, გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირთან ახალგაზრდობის მობილობის, უნარების განვითარებისა და პოლიტიკის რეფორმების მიმართულებებით, განსაკუთრებით ევროკავშირის “Erasmus +”-ის და EU4Youth პროგრამის ფარგლებში (New deal for youth: Youth Guarantee and Youth Structural Dialogue), ასევე Skills4Jobs პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის 2027 წლის ახალგაზრდობის სტრატეგიის მიზნებს, ასევე ევროპული ახალგაზრდული საქმიანობის დღის წესრიგს;

ქვეპროგრამა მოიცავს, ერთ-ერთ აქტივობად, ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში ინიციატივის განხორციელებასაც, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე  სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ და ასევე საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეების ინტერესებისა და საჭიროებების გაეროს დღის წესრიგში შეტანა. ინიციატივა მოიცავს, წინასწარი კრიტერიუმების საფუძველზე, აღნიშნული პირის შერჩევისა და შემდგომში მისი მანდატის ფარგლებში აღსასრულებელი მთელი რიგი აქტივობების პროცესის აღსრულებისთვის შესაბამის მხარდაჭერას.

ახალგაზრდობის სააგენტო, როგორც მაღალლეგიტიმური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნის კოორდინირებაზე, სწორადაა პოზიციონირებული ადგილობრივ და საერთაშრისო დონეზე, ასევე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემაში ასახულია საერთაშორისო გამოცდილების საუკეთესო მაგალითები.

2020 წელს საერთაშორისო თანამშრომლობის ქვეპროგრამის ფარგლებში, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩატარდა 4 ღონისძიება.