უნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარება

იზანი: ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და მტკიცებულებებზე დამყარებული ახალგაზრდობის პოლიტიკის შექმნის, განხორციელების და შეფასების  ხელშეწყობა, სტანდარტის დადგენის, მონიტორინგის და პოლიტიკაში ჩართული აქტორების ინსტიტუციური გაძლიერების გზით.

ღწერა: საქართველოში ეფექტური ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში არსებობდეს მტკიცებულებებზე დამყარებული, ახალგაზრდების სპეციფიკურ საჭიროებასა და ინტერესებზე დაფუძნებული ახალგაზრდობის პოლიტიკა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკით გათვალისწინებული რესურსები, მომსახურება და პროგრამები ფოკუსირებული იყოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე. შესაბამისად, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.

  • შესაბამისად, დაგეგმილია მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინატორის როლის დანერგვა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
  • მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ხარისხის კრიტერიუმების სტანდარტის ფორმატის და ფორმის შექმნა.
  • უკვე არსებული დოკუმენტების რეალობიდან გამომდინარე, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ხარისხის მონიტორინგის მდგრადი მოდელების და ინსტრუმენტების შექმნა და მათ ქართულ რეალობაში ადაპტირება.
  • წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება ახალი მუნიციპალიტეტების შერჩევა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და ადგილობრივ დონეზე მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება, რომელიც დაეფუძნება კვლევის შედეგად გამოვლენილ ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებს.

2020 წელი: საპილოტედ შერჩეულ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში:

  • დავაორგანიზეთ ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ერთობლივ სასწავლო ვიზიტი სტრასბურგის ევროპულ ახალგაზრდულ ცენტრში, თემაზე „თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერება საქართველოში ახალგაზრდები მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით“, ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის დეპარტამენტთან და საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების საბჭოსთან პარტნიორობით;
  • ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან სააგენტოს რეფორმების მიმართულებებისა და გეგმების შესახებ;
  • Ჩავატარეთ ტრენინგები ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისთვის;
  • ჩავატარეთ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებათა კვლევა;
  • დაეხმარა ადგილობრივ თვითმმართველობებს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების მოზადებაში, სადაც აღწერილია მუნიციპალიტეტებში ეკოსისტემის შექმნის გზები; (აქ შეიძლება World Vision და მისი მეთოდოლოგია ვახსენოთ, მაგრამ ქრისტის ვკითხოთ და შევთანხმოთ)
  • Დავეხმარეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს თანამშრომლობისა და დიალოგის პლატფორმების შექმნაში, სადაც წარმოდგენილი არიან ხელისუფლების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ახალგაზრდებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები;
  • დავიწყეთ ხარისხის მართვის ესტონური მოდელის ადაპტირება და დანერგვა მუნიციპალიტეტებში, ესტონეთის ახალგაზრდული საქმიანობის სააგენტოსთან პარტნიორობით;
  • ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით დავიწყეთ ახალგაზრდული სივრცეების შექმნა 11 მუნიციპალიტეტში და აღვჭურვეთ ისინი ტექნიკით.

ასევე, 2020 წელს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ საპილოტედ შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე შემუშავდა მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, რომელთა შესაბამისად დაიგეგმება აქტივობები, როგორიცაა სივრცეების მოწყობა, ინვენტარით აღჭურვა, სივრცეების გამართულად მუშაობისთვის პროგრამის გაწერა და მონიტორინგი.