დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, სახელმწიფოს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე დაყრდნობით, ახალგაზრდობის სააგენტო მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავებაში, ასევე ზედამხედველობას უწევს მათ აღსრულებას; ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას;
გეგმავს და ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც ემსახურება სააგენტოს მიზნების ეფექტურად განხორციელებას; ასევე ასრულებს დებულებით განსაზღვრულ სხვა
ფუნქციებს.