ჩვენ შესახებ
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით. ახალგაზრდობა არის ქვეყნის მდგრადი განვითარების მამოძრავებელი ძალა და ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლებადი წყარო. სახელმწიფო ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის მათი, როგორც ინდივიდებისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრების განვითარების მხარდამჭერ გარემოს, რაც ხელს შეუწყობს თითოეულის პოტენციალის სრულად გამოყენებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას.