მიზანი

აა

ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას; ახალგაზრდული სივრცეების ფუნქციონირებას, საინფორმაციო და ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას ციფრული პლატფორმების მეშვეობით.

left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01

Აღწერა: ახალგაზრდობის სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ახალგაზრდული სივრცეების განვითარებას, საინფორმაციო და ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას და სხვადასხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე მიმართული არაფორმალური საგანმანთლებლო პროგრამების შემუშავებას/მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტომ 2020 წლიდან დაიწყო როგორც რეგიონებში არსებული ახალგაზრდული სივრცეების მხარდაჭერა, ასევე სააგენტოს ბალანსზე არსებული სივრცეების კონცეფციის შემუშავება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა მატერიალური და ინფრასტრუქტურილი სივრცეებისა სააგენტო, როგორც სფეროში მაკოორდინირებელი აქტორი, ახორციელებს ისეთი მდგრადი მრავალფუნქციური პლადფორმების დანერგვას, რომელიც 1 ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს სფეროში არსებული შესაძლებლობების თავმოყრას და მათ ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირებისთვის (ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, სფეროს ექსპერტები, ახალგაზრდულ სფეროში მოღვაწე სხვა პირები). 

აღსანიშნავია, რომ სააგენტო, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, 2019 წლიდან ჩართულია Erasmus +ის საერთაშორისო პროგრამაში(“Reimagining Recognition”), რომლის მიზანია არაფორმალური განათლებით მიღებული ცოდნის აღიარების ციფრული მექანიზმების შემუშავება/დანერგვა. აღიშნული მიმართულებით 2020 წელს სააგენტომ საპილოტედ გამოიყენა „Open Badge” სისტემა რეგიონულ ფორუმებსა და აგვისტოს თვეში ჩატარებულ საერთაშორისო ვირტუალური გაცვლის პროგრამაში. 2021 წელს კი დაგეგმილია აღნიშნული სისტემის სატესტოდ ინტეგრირების ხელშეწყობა ციფრულ პლადფორმებზე. ასევე პროექტის შეჯამება პარტნიორებთან ერთად (საქართველოში).