Მიზანი: საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდული  საქმიანობისა და ახალგაზრდული მუშაკის, როგორც ამ სფეროში მთავარი როლის შემსრულებლის,  განვითარება, პოპულარიზება, მისი საჭიროების, ვალიდურობისა და სანდოობის გაზრდა სხვადასხვა აუდიტორიისთვის-საჯარო ხელისუფლებისთვის, დამფინანსებლებისთვის, სპონსორებისთვის, პარტნიორებისთვის და  ფართო საზოგადოებისთვის.  მიმართულება ემსახურება ახალგაზრდული საქმიანობისა და ახალგაზრდული მუშაკის სოციალურ, პოლიტიკურ და ფორმალურ დონეზე აღიარების ხელშეწყობას.

left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01

Აღწერა: ახალგაზრდულ საქმიანობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი მეთოდოლოგია ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას, რომლითაც ისინი ბოლო ათწლეულებია ხელმძღვანელობენ, როგორც ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდების საუკეთესო თანამედროვე მოდელი.

 

 

ახალგაზრდული მუშაკი არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებს იმ  უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში ეხმარება, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისთვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის.

საქართველოში ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის აღიარებისა და დამკვიდრების პროცესი სულ ცოტახანია რაც დაიწყო. ქვეპროგრამის მიზნის მიღწევისთვის, 2021 წელს, ახალგაზრდობის სააგენტო, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, გეგმავს:

  •         2020 წელს შექმნილი ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის გაგრძელებას და მის ფარგლებში 50-მდე მონაწილის ჩართვას, საქართველოს ყველა რეგიონიდან (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა); 
  •         საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართული ადამიანების იდენტიფიცირებისა და ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ჩატარებას;
  •         ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობის სტანდარტის შემუშავებაზე აქტიური მუშაობის დაწყებას, რომელშიც, გარდა ახალგაზრდობის სააგენტოს გუნდისა, ჩართული იქნება ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი; 
  •         ევროკავშირის პროგრამის – „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) დაფინანსებული პროექტის- ‘Skills4Success’-ის ფარგლებში, მობილური ახალგაზრდული მუშაკების კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერასა და მათ დასაქმებას 2 წლის მანძილზე; აღნიშნული პროექტი, ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალგაზრდული სერვისების დანერგვა-განვითარებასა და ახალგაზრდების განვითარებას; 
  •   მთელი წლის განმავლობაში, იგეგმება ცნობიერების ამაღლების კამპანების, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრების გამართვა; ახალგაზრდული მუშაკის ეროვნული დღის დაწესება და წლის მასშტაბური ახალგაზრდული კონფერენციის მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს სფეროში არსებული ადამიანების დაახლოებას, მათში ინფორმაციისა და გამოცდილების  გაცვლასა და მონაწილეობრივი სისტემის შექმნას.

2020 წელი: შეირჩა და გადამზადდა 30 ახალგაზრდული მუშაკ “ახალგაზრდული მუშაკის პროფესიული განვითარების” ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდობის სააგენტომ პროფესიული ახალგაზრდული მუშაკის, პირველი აკრედიტირებული   გადამზადების  პროგრამა შექმნა.

ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა, ახალგაზრდული საქმანობის დამკვიდრებისა და ახალგაზრდული მუშაკის პროფესიული განვითარების პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  Საპილოტე Პროგრამაში, 2020 წელს ჩართულია 10 მუნიციპალიტეტის 26 მონაწილე, რომლებიც ღია კონკურსის გზით შეირჩნენ, საქართველოს 9 რეგიონიდან. პროგრამა 6 თვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. მის პრაქტიკულ კომპონენტს მონაწილეები სამიზნე მუნიციპალიტეტებში  არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში გადიან.

Პროგრამა ხელს უწყობს, ერთის მხრივ, პრაქტიკოსი ახალგაზდული მუშაკების სერტიფიცირებულ პროფესიონალებად გადამზადებას, ხოლო მეორე მხრივ, ფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების ელემენტებისა და ახალგაზრდული საქმიანობის დანერგვა-განვითარებას.