ჰობი განთლება
ჰობი განათლების სისტემა არის ახალგაზრდული საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც 6 დან – 18 წლამდე ბავშვებს და ახალგაზრდებს ხელს უწყობს ნებაყოფლობით გარემოში, ფორმალური (სკოლა) განათლებისაგან თავისუფალ დროს, მათ მიერ არჩეული ინტერესის/ჰობის შესაბამისად განივითარონ პიროვნული და სოციალური კომპეტენციები. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს სხვადასხვა პროფილის ჰობი განათლების 400-ამდე დაწესებულება, თუმცა არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა. რეფორმა შესაძლებელს გახდის ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ჰობი განათლების სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე როგორც ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
მიზნები:
ჰობი განათლების დაწესებულებების სერვისების ხარისხის გაუმჯობესება, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ჰობი განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.
ამოცანები:
- ჰობი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა
- ერთიანი სტანდარტის შექმნა რომელზეც დაეფუძნება ჰობი განათლების დაწესებულებების აკრედიტაციის მინიმალური პირობები
- დაფინანსების ერთიანი სისტემის შემუშავება რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას და გამჭირვალობას – ბავშვზე/ახალგაზრდაზე მიბმული ვაუჩერული დაფინანსების სისტემის დანერგვა
- ვაუჩერის თავისუფალი გამოყენების შესაძლებლობა როგორც კერძო ისე საჯარო ჰობი განათლების ცენტრებში.
- ჰობი განათლებაში ჩართვის შესაძლებლობა როგორც მუნიციპალირ, ასევე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ინდივიდუალური პირებისთვის, რომლებიც გაივლიან აკრედიტაციას. ეს უზრუნველყოფს კონკურენციას, გაზრდის ხარისხს და პროგრამების არჩევანის შესაძლებლობას მოთხოვნის შესაბამისად.
- ჰობი განათლების სფეროში დასაქმებული პირების მომზადება/გადამზადება ახალგაზრდული მუშაკის საბაზო დონეზე.
- ჰობი განათლების დაწესებულებების რეესტრის წესის წარმოება – სადაც აისახება ინფორმაცია ჰობი განათლების დაწესებულებების შესახებ, შესაბამისი საგანმანათლებო პროგრამების, პროგრამების განმხორციელებელი პერსონალის (ახალგაზრდული მუშაკი) და პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებისმქონე ან/და ჩარიცხული პირების შესახებ. (მაგ. მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა)
- ჰობი დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგის სისტემის შემუშავება.
შედეგები :
- ბედნიერი, ჯანსაღი მომავალი თაობა რომელიც აღჭურვილია პიროვნული და სოციალური კომპეტენციებით.
- საქართველოს ყველა მუნიიპალიტეტში და თვითმართველი ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს/ახალგაზრდებს ეძლევათ სახელმწიფოს მხრიდან ხარისხიან, საგანმანათლებო/ახალგაზრდულ სერვისზე წვდომის საშუალება.
- ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენა, ჰობი ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის განვითარება.
იმედი მაქვს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს მივცემთ შესაძლებლობას თავიანთი ინტერესების შესაბამისად სახალისო, საინტერესო და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში განივითარონ პიროვნული და სოციალური კომპეტენციები.
ირმა გიორგობიანი
მიმართულების ხელმძღვანელი