
ვინ ვართ ჩვენ?
2019 წლის სექტემბერში დაარსდა ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც სამთავრობო უწყებაა და თავის თავში აერთიანებს იქამდე არსებულ ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე სამ უწყებას: განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში არსებული – ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, სსიპ-ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ფონდი.
რას ვემსახურებით?
ახალგაზრდობის სააგენტოში გვჯერა, რომ საქართველოში ახალგაზრდული გარემოს შექმნა შესაძლებელია ახალგაზრდების უშუალოდ მონაწილეობითა და ჩართულობით. ამასთან, მიზნად ვისახავთ ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას ევროპული სტანდარტებით, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში აქტიურ მონაწილეობას.