მიზანი

აა

Მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობისა და საბანაკე პროგრამების განვითარებისა და სტანდარტიზების ხელშეწყობა.

left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01

Აღწერა: რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობის და საბანაკე პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალგაზრდობის სააგენტო 2021 წელს გეგმავს ბანაკების სტანდარტიზების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას. 2020 წელს განხორციელდა როგორც ევროპული გამოცდილების გაზიარება საბანაკე და რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით, ასევე ქვეყანაში საბანაკე სერვისების შესწავლა, რაც სააგენტოს საშუალებას აძლევს შექმნას სტანდარტიზებული საბანაკე სისტემა, რომლითაც იხელმძღვანელებენ აღნიშნული სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები.

ქვეპროგრამა 2021 წელს ასევე ითვალისწინებს ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკის ჩატარებას საქართველოში. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება 2017 წლიდან და მიზნად ისახავს 14-18 წლის მოზარდებში ევროკავშირის ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების კომპეტენციების გაძლიერება, სოფტ სქილების გაუმჯობესებას, თანატოლგანმანათლებლობის და არაფორმალური საგამმანათლებლო მეთოდით; პროგრამაში ყოველწლიურად მონაწილეობს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის ქვეყნებიდან 100 ახალგაზრდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ქვეყანაში პანდემიით შექმნილი ვითარების გამო ბანაკი სრულად ადაპტირდა და ჩატარდა პირველი საერთაშორისო ვირტუალური გაცვლა.