Მიზანი: Ამ მიმართულების მიზანია უზრუნველყოს, როგორც ახალგაზრდულ სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება, განხორციელება, კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება. ასევე, ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისთვის ქმედითი საკოორდინაციო მექანიზმების შემუშავება და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01

Აღწერა: სახელმწიფო ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის მათი, როგორც  საზოგადოების დამოუკიდებელი და სრულფასოვანი წევრების განვითარების მხარდამჭერ ეკოსისტემას. აღნიშნულმა ეკოსისტემამ უნდა უზრუნველყოს ახალგაზრდების, როგორც ქვეყნის ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლებადი წყაროს პოტენციალის სრულად რეალიზება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიური მონაწილეობა.

სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“. კონცეფციის დოკუმენტით განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო 2021 წლის პირველ კვარტალში მოამზადებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიას – 2025“.

კონცეფციის დოკუმენტით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ევალება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის საკოორდინაციო მექანიზმების შემუშავება და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ეს ხელს შეუწყობს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში სხვა დაინტერესებული მხარეების მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას.

ამ მიზნით,  2021 წლის პირველ კვარტალში შეიქმნება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო, რომლის მიზანიც იქნება ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის (2021-2025) და ახალგაზრდულ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება.

2020 წელი: სააგენტოს სამწლიანი რეფორმის მონაწილეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ახალგაზრდობის სააგენტომ უზრუნველყო სტრუქტურული დიალოგის პლატფორმის შექმნა და მისი გამოყენება „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიას – 2025“ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ახლგაზრდების, ახალგაზრდული ოგრანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უშუალო მონაწილეობისათვის.

ჩატარდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფორუმები. დასავლეთ საქართველოს ფორუმებმა მოიცვა: ბათუმის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთისა და ქვემო სვანეთის რეგიონები, გააერთიანა რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურები, რეგიონში მოღვაწე როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები და ახალგაზრდები.

აღმოსავლეთ საქართველოს ფორუმი კი, COVID 19 ის პანდემიიდან გამომდინარე ვირტუალურ სივრცეში ჩატარდა და გააერთიანა: კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები.

რეგიონული ფორუმების დასრულების შემდეგ, მომზადდა კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში – კონსულტაციის ფარგლებში მიღებული მოსაზრებებისა და მიღებული რეკომენდაციების/წინადადებების გათვალისწინების შესახებ.

რეგიონული ფორუმების ორგანიზებით მიღებული გამოცდილება საფუძვლად დაედება ახალგაზრდულ საკითხებზე სტრუქტურირებული დიალოგის პლატფორმის შემუშავებას და დანერგვას, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდებსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურებს შორის, რეგულარულ ორმხრივ კომუნიკაციას სტრატეგიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ყველა ეტაპზე.