← Back to news
საგრანტო კონკურსი - „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მხარდაჭერა“
ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოებისთვის!
ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მხარდაჭერა“.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება და მათი ფინანსური მხარდაჭერა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას და მათ განვითარებას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
საქართველოს მუნიციპალიტეტებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან არსებულ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოებს, რომელთა სადამფუძნებლო დოკუმენტაციით საქმიანობის სფეროდ განსაზღვრულია ახალგაზრდობის განვითარების საკითხები.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი - 15 000 ლარია.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე: grants-2@youthagency.gov.ge
საგრანტო კონკურსის თემატური მიმართულებებია:
სწავლის საკვანძო კომპეტენციების (ციფრული, STEM, მეწარმეობა) განვითარება;
ინტერკულტურული დიალოგი;
სამოქალაქო პასუხისმგებლობის, მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობა;
ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა არაფორმალური განათლებით;
მშვიდობის მშენებლობა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სერვისების შექმნა;
ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა;
საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://youthagency.gov.ge/sagrantokonkursi/