← Back to news

გორში გამართული თემატური ახალგაზრდული ბანაკის მეორე ნაკადი „რობოტექნიკის საზაფხულო სკოლას“ დაეთმო

პროექტში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ბანაკის მონაწილეებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია და მისი პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ სააგენტოს სერვისებსა და განვითარების შესაძლებლობებს, ასევე ისაუბრეს საკუთარ იდეებსა და ინიციატივებზე. შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში არიან ჩართულნი. ისინი ასევე მონაწილეობენ შემეცნებით ექსკურსიაში და რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნას იღრმავებენ. ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. სკოლის მოსწავლეებზე გათვლილი თემატური ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარე წელს ჯამში 600-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

Gallery