← Back to news
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დმანისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და ღია დიალოგის ფორმატში წარიმართა. შეხვედრის მთავარი თემები იყო საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების როლი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება და დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევები. ახალგაზრდებმა სტუმრებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და საჩუქრად ჟურნალი „არჩევნები 360˚“ მიიღეს.
მიმდინარე წელს დმანისის ახალგაზრდული ბანაკი 20 ნაკადად ჩატარდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 14-17 წლის 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების პიროვნული, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარება, მათი აქტიური მოქალაქეობისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება.
Gallery