← Back to news
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე გამოვლინდა ქუთაისის „წლის მოხალისე“, რომელიც მინისტრმა, ქუთაისის მერთან ერთად დააჯილდოვა.
სიტყვით ასევე გამოვიდნენ და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცეს ქუთაისის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიამ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდობის სააგენტო და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მრავალფეროვანი პროგრამით იყვნენ წარმოდგენილნი, რაც მოიცავდა საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ აქტივობებსა და პრეზენტაციებს.
ამასთანავე, მოეწყო ახალგაზრდული ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სტარტაპების გამოფენა, ინტერაქციული სივრცეები და ახალგაზრდა მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრების წარდგენა.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მუსიკალური კონცერტით დასრულდა.
Gallery