← Back to news

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელ სანდრო ქაჯაიასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ქაჯაიასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტი 9-15 აგვისტოს პერიოდში, სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. სტუმრები გაეცნობიან საქართველოს კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას, მუზეუმებსა და საგანმანათლებლო ცენტრებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ქართული ტრადიციებისა და ხელოვნების შესახებ თემატურ მასტერკლასებში. ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას, ხალხთაშორისი დიალოგის გაღრმავებასა და ახალგაზრდულ სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

Gallery