← Back to news
უზბეკეთის სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია
სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამ და მისმა პირველმა მოადგილემ თორნიკე შუბითიძემ უმასპინძლეს.
შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ საქართველოს ახალგაზრდულ პოლიტიკას, ქვეყნის ეროვნულ პრიორიტეტებსა და ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.
მხარეებმა განიხილეს ახალგაზრდების განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის, სამეწარმეო ინიციატივებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს.
ახალგაზრდობის სააგენტო აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
Gallery