← Back to news

ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით პროექტი „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული თავგადასავლების ბანაკი“ განხორციელდა

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა პროექტი „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული თავგადასავლების ბანაკი“. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია, მისი პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე და დეკანოზი იოანე ხეცურიანი. პროექტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი, აქტიური და შემეცნებითი გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდებს შორის მეგობრული კავშირების გაძლიერება და რეგიონში ახალგაზრდული შესაძლებლობების განვითარება. პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან — ბორჯომიდან, ადიგენიდან, ასპინძიდან, ახალციხიდან, ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან — შერჩეულმა 120-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო მრავალფეროვან შემეცნებით, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში. საბანაკე პროგრამა მოიცავდა ჯომარდობას, ზიპლაინს, კედელზე ცოცვას, მშვილდოსნობას, ფრენბურთს, სკაუტურ, ინტელექტუალურ და გუნდურ თამაშებს. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ასევე გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა მუსიკალური ჯგუფის „ქუჩის ბიჭების“ წევრებთან. პროექტი ააიპ „ახალგაზრდული თავგადასავლების ასოციაციამ“ განახორციელა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში.

Gallery