← Back to news
ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს ახალგაზრდული კომიტეტის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის პროგრამული კომიტეტის (Programming Committee on Youth) 2026-2027 წლების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ნინო მიხანაშვილმა.
ახალგაზრდობის პროგრამულმა კომიტეტმა ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდის (European Youth Foundation) წლიური ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროექტების დაფინანსების ძირითად მიმართულებებზე.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ბუდაპეშტსა და სტრასბურგში არსებული ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ცენტრების მიმდინარე წლის პროგრამულ პრიორიტეტებს.
ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის პროგრამული კომიტეტის წევრები არიან როგორც, ახალგაზრდული ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები.
Gallery