← Back to news

ახალგაზრდობის სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალგაზრდობის სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ქარაიამ. მემორანდუმი მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას ისახავს მიზნად და ერთობლივი ახალგაზრდული ინიციატივებისა და საერთაშორისო აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას, ასევე მათ აქტიურ თანამონაწილეობას საგანმანათლებლო, შემეცნებით და მოხალისეობრივ პროექტებში. პირველი ერთობლივი აქტივობა ქალაქ ათენის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება. მიმდინარე წლის 28 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით საბერძნეთში გაიმართება „საერთაშორისო ბანაკი ათენში - 2026“. საგანმანათლებლო და შემეცნებით ბანაკში მონაწილეობას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 50-მდე მოზარდი მიიღებს.

Gallery