← Back to news

„საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში“ - ანნა-მარია ქუთათელაძემ, კეთილდღეობის ვორქშოფების სერიის დასკვნითი ღონისძიება გამართა

ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ - გამარჯვებულმა, ანნა-მარია ქუთათელაძემ, კეთილდღეობის ვორქშოფების სერიის დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიებას სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სააგენტო კვლავაც აქტიურად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების ხმის წინ წამოწევას. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ახალგაზრდების კეთილდღეობის, მენტალური ჯანმრთელობისა და თვითთანაგრძნობის გაძლიერების პრაქტიკულ გზებზე იმსჯელეს, მიმოიხილეს ამ მიმართულებით არსებული ინტერდისციპლინური მიდგომები და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელიც 2021 წლიდან ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს საქართველოს ოფისის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ახალგაზრდების ხმა, ხედვები და საჭიროებები დაუკავშირდეს როგორც ეროვნულ, ისე მსოფლიო დღის წესრიგს.

Gallery