← Back to news

ქართველი ახალგაზრდებისთვის თურქეთში სასწავლო ტური მოეწყო

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი ახალგაზრდებისთვის თურქეთში სასწავლო ტური მოეწყო. ვიზიტის ფარგლებში, 20 ახალგაზრდისგან შემდგარმა დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებთან. სასწავლო ტურის ფარგლებში ასევე გაიმართა საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები, რომელთა ფარგლებში ახალგაზრდებმა ანკარის, ბოლუსა და სტამბოლის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და ახალგაზრდულ სფეროში გამოცდილების გაზიარებას.

Gallery