← Back to news
ყვარელში გამართულმა თემატურმა ახალგაზრდულმა ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა
ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ანა ბუხრაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა.
შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების როლსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში ბანაკის მონაწილეები გაეცნენ სახელმწიფო სერვისებსა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ახალგაზრდობის სააგენტო სთავაზობენ.
ყვარლის თემატური ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. 2026 წელს პროექტი 12 ნაკადად ჩატარდება და 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
Gallery