← Back to news

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და Erasmus+ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროექტის - „Youth Employability Skills“ მესამე ეტაპი

პროეტში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, სომეხმა და უკრაინელმა ახალგაზრდულმა მუშაკებმა. პროექტი - „Youth Employability Skills“ მიზნად ისახავს ახალგაზრდების უნარების გაძლიერებას მათი შემდგომი დასაქმებისთვის, ახალგაზრდული მუშაკების ტრენერებად და მენტორებად გადამზადებას. აგრეთვე, ახალგაზრდული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დასაქმების სააგენტოებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ქსელის შექმნას, რაც დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს საერთო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებაში, გამოცდილების გაზიარებასა და პოლიტიკის დიალოგის ჩამოყალიბებაში. პროექტის ფარგლებში გადამზადებულმა ახალგაზრდულმა მუშაკებმა გაიარეს კარიერული კონსულტირების ტრენინგები. ასევე, სასწავლო ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ თბილისისა და რუსთავის პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც ადგილზე გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებში „Shuttle“ მეთოდოლოგიის ინტეგრირების პრაქტიკას და აქტიურად ჩაერთვნენ „პოლიტიკის დიალოგის“ შეხვედრებში, სადაც სხვადასხვა უწყებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდული სერვისების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

Gallery