უკან

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მხარდაჭერა

მიმდინარე
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მხარდაჭერა

დეტალური აღწერა

ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოებისთვის! ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მხარდაჭერა“. კონკურსის მიზანია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება და მათი ფინანსური მხარდაჭერა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას და მათ განვითარებას. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: საქართველოს მუნიციპალიტეტებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან არსებულ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოებს, რომელთა სადამფუძნებლო დოკუმენტაციით საქმიანობის სფეროდ განსაზღვრულია ახალგაზრდობის განვითარების საკითხები. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, დააჭირეთ ღილაკს: „განაცხადის შევსება“.