ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების განვითარება
მიმდინარე
დეტალური აღწერა
ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების განვითარება“.
კონკურსის მიზანია მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების შექმნა და განვითარება, მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა და ფუნქციური გაძლიერება, რაც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნასა და მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტებს (მერიებს) ან იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (ააიპ), რომელთა საქმიანობა ახალგაზრდულ სფეროს უკავშირდება და რომლებიც ფლობენ შესაბამის სივრცეს/ფართს ახალგაზრდული ცენტრის მოსაწყობად.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, დააჭირეთ ღილაკს: „განაცხადის შევსება“.