ახალგაზრდობა არის ქვეყნის მდგრადი განვითარების მამოძრავებელი ძალა და ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლებადი წყარო. სახელმწიფო ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის მათი, როგორც ინდივიდებისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრების განვითარების მხარდამჭერ გარემოს, რაც ხელს შეუწყობს თითოეულის პოტენციალის სრულად გამოყენებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას.
„სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ საქართველოს სამთავრობო სტრატეგიაა, რომელიც სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება. მისი ამოცანაა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით“ განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება კოორდინირებულად, სტრუქტურირებულად და გამჭვირვალედ.