პროგრამის მიზანია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და მტკიცებულებებზე დამყარებული ახალგაზრდობის პოლიტიკის შექმნის, განხორციელების და შეფასების  ხელშეწყობა, სტანდარტის დადგენის, მონიტორინგის და პოლიტიკაში ჩართული აქტორების ინსტიტუციური გაძლიერების გზით.

ადგილობრივი თვითმმართველობები დემოკრატიის ცხოველქმედების ყველაზე ცოცხალი მაგალითია და მას აქვს პოტენციალი გახდეს ახალგაზრდების ჩართულობის მასაზრდოებელი, ამისთვის საჭიროა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მტკიცებულებით გამყარებული და კოორდირებული მოქმედება, რასაც სწორედ ეს პროგრამა უწყობს ხელს.

ნიკა ბახსოლიანი
მიმართულების ხელმძღვანელი

პროგრამის ქვემიზნებია

  • მუნიციპალურ ახალგაზრდობის პოლიტიკაში ჩართული აქტორების რესურსებისა და შესაძლებლობების  გაძლიერება; 
  • მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის აქტუალობის და მონაწილეობრივი პოლიტიკის მხარდაჭერა და გაზრდა;
  • მუნიციპალიტეტში მაღალი ხარისხის სტანდარტის მქონე პოლიტიკის დოკუმენტების მიღება, მისი განხორციელების ხელშეწყობა და რეგულარული შეფასებისა და მონიტორინგის დანერგვა;  მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებაში ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მხარდაჭერა;

მიზნობრივი ჯგუფი

  • წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეული მუნიციპალიტეტები;
  • მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები;
  • შერჩეულ მუნიციპალიტეტებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • ადგილობრივი ახალგაზრდები.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

შემუშავდება მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ხარისხის მთავარი კრიტერიუმები, რომელიც მოექცევა წინასწარ შემუშავებულ ფორმატსა და ფორმაში. დამტკიცდება მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტების სტანდარტის გაიდლაინი და მოხდება მისი გავრცელება სამიზნე ჯგუფებში, შემუშავდება მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ხარისხის მონიტორინგის მდგრადი მოდელები და ინსტრუმენტები, რაც გულისხმობს ესტონური მოდელის ანგარიშის საბოლოო შეფასებას და ადაპტირებას, შეფასების შიდა და გარე გუნდის ჩამოყალიბებას.  ადაპტირებული მოდელი გავრცელდება მიზნობრივ მუნიციპალიტეტებთან. ადგილობრივ დონეზე ჩატარდება ახალგაზრდების გამოწვევების, საჭიროებების, რესურსებისა და ინტერესების კვლევა. შეიქმნება ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც მიებმება სააგენტოს ვებგვერდს, სადაც თავმოყრილი იქნება ისეთი თემები,  როგორიცაა ახალგაზრდული საქმიანობა, ახალგაზრდობის პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული სხვა მასალები. წლის განმავლობაში ჩატარდება ვებინარების სერია და ონლაინ დისკუსიები, რის საშუალებითაც მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოების მხრიდან მოხდება შემუშავებული მტკიცებულებების უკეთ გათვითცნობიერება. პროგრამაში მონაწილე მუნიციპალიტეტებს მიეწოდებათ ინფორმაცია პოლიტიკის დოკუმენტის მიღების, ხარისხის სტანდარტის და პროცედურების შესახებ, გაფორმდება ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. მუნიციპალურ ახალგაზრდობის პოლიტიკაში ჩართული აქტორების რესურსები და შესაძლებლობები გაძლიერდება. სამთავრობო/არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო აქტორებთან ლობირებითა და საინფორმაციო კამპანიების საშუალებით გაიზრდება მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის აქტუალობა.