ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება, რათა ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას რეგიონებში, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

left_bottom_02left_bottom_01
right_bottom_02right_bottom_01

Აღწერა: ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შესაქმნელად მნიშვნელოვანია სფეროს ძირითადი აქტორების გაძლიერება. ამ მიმართულებით ახალგაზრდობის სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება წარმოადგენს, რათა მათი მეშვეობით ადგილობრივად ხელი შეეწყოს ახლგაზრდების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. აღნიშნულის განხორციელებისთვის სააგენტო ქვეპროგრამაში ითვალისწინებს ორ მიმართულებას და განვითარების ფონდის გარდა 2021 წელს აქტიურად გეგმავს უშუალოდ ორგანიზაციებთან მუშაობას და მათთვის გადამზადების/ტრენინგების ციკლის შეთავაზებას, რათა შეძლონ ეფექტურად ფუნქციონირება და არსებული შესაძლებლობების გამოყენება.

Საგრანტო კონკურსი 

2020 წელს საგრანტო კონკურსი ორი თემატური მიმართულებით გამოცხადდა:

 

პირველი თემატური მიმართულების ძირითად მიზანს წარმოადგენდა, თითოეულ

რეგიონში გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი ახალგაზრდული

მდგრადი პლატფორმების შექმნა, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით

უზრუნველყოფდნენ  ახალგაზრდების კომპეტენციების ზრდას. ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციების, კონკრეტულ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობის ხელშეწყობა, რაც მხარს დაუჭერდა ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფდა მათ ჩართულობას ადგილობრივ საზოგადოებრივ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში. 

 

საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება ჰქონდა: 

 

  • რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
  • იდეის მქონე საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ელექტრონულ აპლიკაციაში

დარეგისტრირდებოდა, როგორც ფიზიკური პირი პირადი ნომრით. 

 

იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი პროექტი შესარჩევ ეტაპებს წარმატებით გაივლის, ბოლო ეტაპზე საინიციატივო ჯგუფს მაინც მოუწევს ახალგაზრდულ ორგანიზაციად დარეგისტრირება.  

 

  • რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც ქმნის

კონსორციუმს (კონსორციუმი გულისხმობს ახალგაზრდულ და საქართველოში

რეგისტრირებულ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აერთიანებენ

თავიანთ რესურსებს და ახდენენ აქტივობების კოორდინაციას საერთო მიზნის

მისაღწევად).

  • კონკრეტულ რეგიონში რეგისტრირებული რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ შექმნილი კონსორციუმის მიერ შემუშავებული საგრანტო პროექტი, რომლის წარმომდგენი, შესრულებაზე პასუხისმგებელი, წამყვანი და სააგენტოსთან ანგარიშვალდებულია ერთ-ერთი მათგანი.

 

მეორე თემატური მიმართულების მიხედვით საგრანტო პროექტის განხორციელება

შეეძლო, საქართველოში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ქოლგა ორგანიზაციას.

 

Საგრანტო კონკურსში ჯამში დაფინანსდა 14 ორგანიზაცია საქართველოს 10 რეგიონიდან.